2015 წლის 3 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 12:00 საათზე გაიმართება საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის საანგარიშო ყრილობა შემდეგი დღის წესრიგით:
1. 2013-2014 წლების ძიუდოს ფედერაციის საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შეჯამება.
2. საკლუბო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები (წესდებაში ცვლილებების შეტანა)
3. აღმასკომის წევრის ჩანაცვლების საკითხი.