ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის 2014 წლის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის „შევარდენი-2005“ გახდა, რომელმაც ფინალში თბილისის „ლიდერი“ დაამარცხა. მესამე ადგილები დაიკავეს ახმეტის კლუბმა „ზეზვა შათირიშვილი“ და თბილისის „ოლიმპმა“. საქართველოს მეორე საკლუბო ჩემპიონატში საქართველოს რეგიონების 25 კლუბი მონაწილეობდა.