Share


ესტერ სტამის ვერცხლი ასტანაში

2014-10-11 21:22:52

ესტერ სტამმა ასტანაში გრან პრიზე -70 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. სამი შეხვედრის მოგების შემდეგ ის ფინალში დამარცხდა ავსტრიელ ბერნადეტე გრაფთან. ესტერ სტამმა საქართველოს სახელით საერთაშორისო ტურნირებზე უკვე მეოთხედ იაპარეზა და მედლის გარეშე მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე დარჩა. მან ოქროს მედალი მოიპოვა მადრიდში ევროპის ღია პირველობაზე, ბრინჯაოს მედალი - ულაბ-ბატორის გრან პრიზე და ამჯერად, ვერცხლის მედალი ასტანაში. ამ ვერცხლის მედლით მან საკუთარ რეიტინგს 180 ქულა შემატა.