ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა. თორნიკე ნაგლიაშვილი (-55კგ) და ივანე ჯავახიშვილი (-60კგ) ოთხ-ოთხი შეხვედრის მოგების შემდეგ მხოლოდ ფინალში დამარცხდნენ. მედლის მოპოვების კარგი შანსი ჰქონდა ლერი ჭელიძესაც (-55კგ), რომელიც სამი მოგების შემდეგ ნახევარფინაში გავიდა, მაგრამ შემდეგ 2 შეხვედრა წააგო და მეხუთე ადგილზე დარჩა.
20 სექტემბერს ჩემპიონატში შეხვედრები დარჩენილ წონებში გაიმართება:
გოგონები: -63კგ, -70კგ, -78კგ, +78კგ
ვაჟები: -81კგ, -90კგ, -100კგ, +100კგ