ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ძიუდოისტთა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. თავის წონებში ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებენ ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (-90კგ). ულან-ბატორის გრან პრის მოგების შემდეგ -90კგ წონითი კატეგორიის რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა ბექა ღვინიაშვილმა. ამავე წონაში მერვე ადგილზეა ზვიად გოგოჭური.
-60კგ-ში მეორე პოზიციაზეა ამირან პაპინაშვილი, ხოლო +100კგ-ში მეოთხეა ადამ ოქრუაშვილი. სრული რეიტინგი