საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ათენში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ვერცხლის მედლები მოიპოვეს თემურ ნოზაძემ (-50კგ) და გიორგი გველესიანმა (-90კგ), ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ: რობიზონ ბეგლარაშვილი (-55კგ), ბექა უდესიანი (-66კგ) და დავით რამაზაშვილი (-90კგ)