Share


ბექა ღვინიაშვილი ულან-ბატორის გრან პრის გამარჯვებულია

2014-07-06 16:39:37

ბექა ღვინიაშვილი ულან-ბატორის გრან პრის გამარჯვებული გახდა. 90წონითი კატეგორიის ფინალში მან უნგრელი კრიშტიან ტოტი დაამარცხა და წლეულს მეორე მოიგო მსგავსი რანგის შეჯიბრი. +100კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა ადამ ოქრუაშვილი, რომელმაც ნახევარფინალში გაფრთხილებებით მოიგო ლევან მატიაშვილს, მაგრამ მცირე ტრავმის გამო ფინალში ვეღარ იასპარეზა. ლევან მატიაშვილმა კი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მონღოლი ტემუულენ ბატულგა დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა