ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს ნაკრებს ჰავანას გრან პრიზე მესამე ოქროს მედალი მოუტანა. -90კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან ბრაზილიელი ტიაგო კამილო დაამარცხა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბექა ღვინიაშვილმა.
საქართველოს ნაკრებმა ჰავანას გრან პრიზე გუნდურ ჩათვლაში 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი დაიკავა