Share


ქართველი კადეტების გუნდური პირველი ადგილი ევროპის თასზე

2014-05-20 11:40:02

საქართველოს კადეტთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ბიელსკო ბიალაში გამართულ ევროპის თასზე ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძოიდოისტებმა 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: თემურ ნოზაძე (-50კგ), ჯამბულ ქურდიანი (-60კგ), გიგა გიგაური (-73კგ) და გიორგი გველესიანი (-90კგ), ვერცხლის მედალი ვანო ხუბაშვილმა (-50კგ) დაისაკუთრა, ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს რობიზონ ბეგლარაშვილმა (-55კგ) და ბექა უდესიანმა (-66კგ)

შედეგები