Share


უშანგი მარგიანის ვერცხლი და ბექა ღვინიაშვილის ბრინჯაო ბაქოს გრან სლემზე

2014-05-11 13:15:44

უშანგი მარგიანმა ბაქოს გრან სლემზე -81კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. სამი შეხვედრის მოგების შემდეგ იგი მხოლოდ ფინალში დამარცხდა. -90კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბექა ღვინიაშვილმა. საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრებისთვის ეს მსგავსი რანგის ტურნირში მოპოვებული პირველი მედლებია.