Share


ესთერ სტამი საქართველოს სახელით იასპარეზებს

2014-05-07 15:38:26

ჰოლანდიელმა ძიუდოისტმა ესთერ სტამმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი აიღო.  ამიერიდან იგი საერთაშორისო ტურნირებში საქართველოს სახელით იასპარეზებს. ესთერ სტამი დაიბადა 1987 წელს. იგი არის 2011 წლის მსოფლიო უნივერსიადის გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონი 23 წლამდელთა შორის, კადეტებში ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს თასებზე მოპოვებული აქვს 3 ოქროს და 7 ბრინჯაოს მედალი. საქართველოს ნაკრებში ესთერ სტამი -70კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.