Share


გოგონების წარმატება ევროპის თასზე

2014-04-28 01:06:48

ქართველმა ძიუდოისტმა გოგონებმა წარმატებით იასპარეზეს 26–27 აპრილს რუმინეთის ქალაქ პიტეშტიში გამართულ ევროპის თასზე კადეტთა შორის, სადაც 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. –52კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული მზია ბებოშვილი გახდა, რომელმაც 4 შეხვედრა მოიგო. –63კგ–ში ბრინჯაოს მედალი ხატია ჯანაშვილმა მოიპოვა. გარდა ამისა, მეხუთე ადგილზე გავიდნენ ნატა ყიფშიძე (–44კგ) და სალომე მჭედლიშვილი (–70კგ)

 

შედეგები