ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა. მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ლიპარტელიანმა –90კგ წონით კატეგორიაში ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო და კარიერაში ევროპის ჩემპიონატის მეექვსე მედალი მოიპოვა. (2 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)
+100 კგ–ში ვერცხლის მედალი მოიპოვა ადამ ოქრუაშვილმა. ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის მსგავსად ოქრუაშვილმა მხოლოდ ფინალური შეხვედრა დათმო ფრანგ ტედი რინერთან