Share


ძიუდოს ორი ახალი დარბაზი

2014-02-25 19:08:20

    ყვარლის მუნიცილალიტეტის სოფლებში შილდასა და მთისძირში ძიუდოს ორი დარბაზი გაიხსნა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელებმა მინდია ბოდაველმა და ირაკლი ცირეკიძემ ეს დარბაზები მოინახულეს. აქამდე ამ სოფლებში ახალგაზრდებს არ ჰქონდათ ძიუდოში ვარჯიშის საშუალება. ყვარლის მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა სოფლის მოსახლეობის თხოვნა და ორივე სოფელში გამოინახა ფართი დარბაზის მოსაწყობად. მუნიციპალიტეტის დახმარებით დარბაზები გარემონტდა და აღიჭურვა ტატამებით. უახლოეს ხანში კი ძიუდოს ფედერაცია დარბაზებში მოვარჯიშე ბავშვებს კიმონოებს გადასცემს.