დიუსელდორფში გამართულ გრან პრიზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. -90კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი ზვიად გოგოჭურმა დაიკავა. +100კგ-ში კი მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ოქრუაშვილს დარჩა.