ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. -81კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან მსოფლიოს ჩემპიონი ფრანგი ლოიკ პიეტრი დაამარცხა, რომელთანაც შარშან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი დათმო. ნახევარფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილმა ოლიმპიურ ჩემპიონს კორეელ ჯაე-ბუმ კიმს მოუგო.
-90კგ წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა ვარლამ ლიპარტელიანი, თუმცა ნახევარფინალში მიღებული ტრავმის გამო ფინალში ასპარეზობა ვერ შეძლო და მას წილად ვერცხლის მედალი ხვდა.