Share


ნაკრები შეკრებას თბილისში იწყებს

2014-01-24 17:18:35

   საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. ბაკურიანში გავლილი შეკრების შემდეგ, სადაც ნაკრებმა ფიზიკური მომზადება გაიარა, იწყება გეგმით გათვალისწინებული მომდევნო ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკურ-ტაქტიკურ მომზადებას. ძიუდოს ეროვნული ნაკრები უბრუნდება თავისი ძველ ბაზას ვაკეში და ვარჯიშებს 27 იანვრიდან 4 თებერვლამდე მთავარი მწვრთნელის ირაკლი უზნაძის ხელმძღვანელობით იქ ჩაატარებს. პირველი შეჯიბრი, რომელშიც საქართველოს ნაკრები მონაწილეობას მიიღებს იქნება 8-9 თებერვალს პარიზში გასამართი გრან სლემი. ნაკრების ის შემადგენლობა, რომელიც პარიზის გრან სლემზე იასპარეზებს შეკრების მიმდინარეობისას გამოცხადდება. პარიზის გრან სლემის შემდეგ ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ავსტრიაში გასამართ ევროპის ღია პირველობაზე და დიუსელდორფის გრან პრიზე.