Share


ავთანდილ ჭრიკიშვილი 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენი

2013-12-24 18:58:59

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ავთანდილ ჭრიკიშვილი საქართველოს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. მარიამ ჯანაშვილი გამარჯვებული გახდა ნომინაციაში "ოლიმპიური იმედი"

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ნომინანტები წლის შემაჯამებელ საანგარიშო ყრილობაზე დაასახელა. ავთანდილ ჭრიკიშვილი 2013 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალი მოუიპოვა. გარდა ამისა, იგი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპისა და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატების გამარჯვებული გახდა.

მარიამ ჯანაშვილი 2013 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი კადეტთა შორის, რაც ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა. გარდა ამისა, მან ვერცხლის მედალი მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ბრინჯაოს მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.