საქართველოს პირველი საკლუბო ჩემპიონატი 1998-1999 წლებში დაბადებულთა შორის თბილისური კლუბის „შევარდენი-2005“-ის (მთავარი მწვრთნელი გურამ მოდებაძე) გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონატის ფინალში „შევარდენი-2005“-მა თბილისის ძიუდოს კლუბი „ლიდერი“ (მთავარი მწვრთნელი ალეკო მამუკიშვილი) დაამარცხა. მესამე ადგილზე მარნეულის თენგიზ ნავერიანის სახელობის ძიუდოს კლუბი გავიდა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ქარელის ძიუდოს კლუბი „დურმიშხანი“ დაამარცხა.