Share


პირველი საკლუბო ჩემპიონატი

2013-12-13 16:14:48

   14 დეკემბერს ძიუდოს აკადემიაში გაიმართება საქართველოს პირველი საკლუბო ჩემპიონატი 1998-1999 წლებში დაბადებულთა შორის.

   ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად კლუბები დარეგისტრირებულნი უნდა ყოფილიყვნენ საჯარო რეესტრში და შემდეგ გაევლოთ რეგისტრაცია უშუალოდ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის..

   ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა თერთმეტმა კლუბმა. ეს კლუბებია:

„შევარდენი-2005“ (თბილისი)

ძიუდოს კლუბი „ჯორჯია“ (თბილისი)

ძიუდოს კლუბი „ლიდერი“ (თბილისი)

ძიუდოს კლუბი „ოლიმპი“ (თბილისი)

„ვიპ ძიუდო“ (გორი)

ძიუდოს კლუბი „ხაბარელი“ (ქარელი)

თენგიზ ნავერიანის სახელობის ძიუდოს კლუბი (მარნეული)

ძიუდოს კლუბი „ფალავანი“ (ზესტაფონი)

ძიუდოს კლუბი „დურმიშხანი“ (ქარელი)

ძიუდოს კლუბი „ავიატორი“ (თბილისი)

ლ. თედიაშვილის სახელობის სპ. კლუბი „მოჭიდავე“ (თბილისი)

 

   ჩემპიონატი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით. (რეპეშაჟის სისტემა არ მოქმედებს)  ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, ხოლო დამარცხებულები -მესამე ადგილისთვის.

   ჩემპიონატის პრიზიორებისთვის „ძიუდოს განვითარების ფონდმა“ დააწესა საპრიზო ფონდი. გამარჯვებული კლუბი მიიღებს 3000 ლარს. მეორე ადგილზე გასული - 2000 ლარს. ხოლო მესამეადგილოსანი - 1000 ლარს.

   13 დეკემბერს ძიუდოს ფედერაციაში ჩატარდა კენჭისყრა

   შეჯიბრი დაიწყება 14 დეკემბერს 11:00 საათზე.