Share


ქართველი ჭაბუკების 7 ოქრო უკრაინაში

2013-12-07 23:04:13

   საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ტრიუმფით დასრულდა საერთაშორისო ტურნირი უკრაინაში. ქართველმა ძიუდოისტებმა 8 შესაძლებლობიდან 7 ოქროს მედალი მოიპოვეს.

   ქალაქ ხარკოვში გამართულ ტურნირში 1998-1999 წლებში დაბადებული ძიუდოისტები მონაწილეობდნენ, ანუ იმ ასაკის ძიუდოისტები, რომლებსაც 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოუწევთ ასპარეზობა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საქართველოს ნაკრების ამ ასაკის ძიუდოისტებს საერთაშორისო არენაზე თანატოლებთან გაჯიბრების საშუალება მიეცათ. აქამდე მათ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში უფროსი ასაკის ძიუდოისტებთან იასპარეზეს და საკმაოდ წარმატებითაც. თანატოლებთან პაექრობებში კი გაცილებით გაუიოლდათ მედლების მოპოვება.

   აღსანიშნავია, რომ ტურნირში საქართველოს ნაკრების 17-მა ძიუდოისტმა იასპარეზა და მედლის გარეშე მხოლოდ ერთი მათგანი დარჩა. ისიც იმიტომ, რომ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველებს ერთმანეთთან მოუხდათ დაპირისპირება. რვა წონითი კატეგორიიდან ხუთში ქართული ფინალი შედგა. ტურნირში საქართველოს ნაკრების გარდა მონაწილეობდნენ უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის და მოლდოვის გუნდები. თითოეულ ქართველ ძიუდოისტს მინიმუმ 4 შეხვედრის ჩატარება მოუწია.

 

   წონითი კატეგორიების მიხედვით მედლები მოიპოვეს:

-46კგ - ოქრო - ნიკა კობაიძე, ვერცხლი - გიორგი თუთაშვილი

-50კგ - ოქრო - ვანო ხუბაშვილი

-55კგ - ოქრო - გელა გარაყანიძე, ვერცხლი - ალეკო მამიაშვილი, ბრინჯაო - თორნიკე ჩილინდრიშვილი

-60კგ - ოქრო - ვანო მახათაძე, ბრინჯაო - შოთა ბესიაშვილი

-66კგ - ოქრო - ლაშა დუდაშვილი, ვერცხლი - ალეკო სულაკაძე

-73კგ - ოქრო - გოგა ქევხიშვილი, ვერცხლი - ნოდარ წამალაიძე

-81კგ - ოქრო - ონისე სანებლიძე, ვერცხლი - გიორგი გოგოლიძე

+81კგ - ბრინჯაო - საბა გაბრიჩიძე, დავით არწივიძე

საქართველოს ნაკრების მწვრთნელები: თამაზ კარიაული, გიგა ბოჭოიძე, დავით კობერიძე, დავით თევდორაძე