Share


ჭრიკიშვილის და ლიპარტელიანის ბრინჯაო

2013-12-01 21:15:04

   ავთანდილ ჭრიკიშვილმა (-81კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (-90კგ) ტოკიოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ჭრიკიშვილმაც და ლიპარტელიანმაც დაპირისპირებები მომავალ გამარჯვებულებთან დათმეს. მესამე ადგილებისთვის შეხვედრებში კი იმარჯვეს.

   ავთანდილ ჭრიკიშვილი იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა, რეპეშაჟში მონტენეგროელ სრდან მრვალიევიჩს სძლია, ხოლო შემდეგ ამერიკელ ტრევის სტივენსს მოუგო.

   ვარლამ ლიპარტელიანმა კი ნახევარფინალში წააგო იაპონელ მასიუ ბეიკერთან და შემდეგ გაიმარჯვა კიდევ ერთ იაპონელთან შოჰეი შიმოვადასთან.

   კანოს ტურნირის ისტორიაში (ეს ტურნირი ამჯერად გრან სლემად იწოდება) ერთადერთი ქართველი, რომელსაც ვერცხლის და ოქროს მედალი მოუპოვებია დავით ბოდაველია. მან ეს 1982 და 1983 წლებში მოახერხა. გარდა ამისა, ქართველ ძიუდოისტებს 2013 წლამდე კიდევ მოპოვებული ჰქონდათ ბრინჯაოს 6 მედალი.