საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტოკიოში გრან სლემზე იასპარეზებს, რომელიც 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე გაიმართება. ტურნირის დასრულების შემდეგ ქართველი ძიუდოისტები იაპონიაში ერთობლივ ვარჯიშებზე დარჩებიან.
ტოკიოს გრან სლემზე იასპარეზებენ:
-60კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი
-73კგ - ფრიდონ გიგანი
-81კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი
-90კგ - ვარლამ ლიპარტელიანი
-100კგ - ალექსანდრე მსხალაძე
+100კგ - ლევან მატიაშვილი, გიორგი ზაქარიაძე
მათთან ერთად ერთობლივ ვარჯიშებში მონაწილეობას მიიღებენ: ამირან პაპინაშვილი, შალვა ქარდავა, ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ნოდარ მეტრეველი, ადამ ოქრუაშვილი