Share


პირველი საკლუბო ჩემპიონატი

2013-11-18 17:49:49

    საქართველოში ძიუდოისტთა შორის პირველი საკლუბო ჩემპიონატი 2013 წლის 14 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია „ძიუდოს განვითარების ფონდის“ ხელშეწყობით ქვეყანაში საკლუბო ძიუდოს განვითარების წასახალისებლად იწყებს ახალ პროექტს, რომელიც კლუბებს შორის ჩემპიონატის ჩატარებას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე ჩემპიონატი გაიმართება 1998-1999 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა შორის.  ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველი კლუბები, პირველ რიგში, ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ საჯარო რეესტრში, ფედერაციაში წარმოადგინონ კლუბის ანკეტა და სპორტსმენთა სია. ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად კლუბებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ფედერაციის მიერ დამტკიცებულ საორგანიზაციო კომიტეტში და წარადგინონ განაცხადი.

    „ძიუდოს განვითარების ფონდმა“ ჩემპიონატის პრიზიორთათვის დააწესა საპრიზო ფონდი 6000 ლარის ოდენობით. ჩემპიონატის საორგანიზაციო ყველა ხარჯს ასევე დაფარავს „ძიუდოს განვითარების ფონდი.

    დებულება

    ანკეტა