Share


თბილისის გრან პრი 2014 წლის 21-23 მარტს გაიმართება

2013-11-18 16:42:46

დაზუსტდა თბილისში 2014 წელს გასამართი გრან პრის თარიღი. საერთაშორისო ფედერაციამ დაადასტურა, რომ საქართველოს დედაქალაქში გრან-პრი 21-23 მარტს გაიმართება. კონტრაქტს გრან პრის ჩატარების შესახებ ხელი საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მარიუს ვიზერის თბილისში სტუმრობის დროს მოეწერა. მარიუს ვიზერმა მაშინ განაცხადა, რომ გრან პრის ჩატარების ზუსტ თარიღს ხუთი დღის განმავლობაში გამოაცხადებდა.