Share


მარიუს ვიზერის ვიზიტი საქართველოში

2013-11-15 14:15:23

 

    საქართველოში იმყოფება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი. ვიზიტის ფარგლებში მარიუს ვიზერი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს. შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა სტუმარს მადლობა გადაუხადა ქართული ძიუდოს მხარდაჭერისთვის. შეხვედრის დროს მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს. შემდეგ მარიუს ვიზერი იმყოფებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, სადაც პრესკონფერენციის გამართვამდე ხელი მოეწერა 2 ხელშეკრულებას.  ერთი ხელშეკრულების მიხედვით 2014 წლიდან თბილისში გაიმართება გრან-პრის სტატუსის შეჯიბრი. მეორე ხელშეკრულება კი ითვალისწინებს საერთაშორისო ფედერაციის დახმარებას საქართველოს რეგიონებისთვის, რომელიც მოიცავს 11 ტატამის კომპლექტს, თითოეულ კომპლექტზე 100 კიმონოს და თითოეული რეგიონის მწვრთნელებისთვის ერთი წლის განმავლობაში 1000 დოლარის ოდენობის ხელფასის ფონდის გამოყოფას. შემდეგ მარიუს ვიზერი შინაგან საქმეთა სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

ვიდეოგალერეა