Share


მარიუს ვიზერი საქართველოს ეწვევა

2013-11-14 18:23:41

    15 ნოემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი. მას შეხვედრები ექნება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ლევან ყიფიანთან, ხოლო 12:30-ზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ხელი მოეწერება მემორანდუმს და გაიმართება პრესკონფერენცია