Share


ახალგაზრდა ძიუდოისტები იაპონიაში გაემგზავრნენ

2013-11-11 21:32:00

   დღეს საქართველოს ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების წევრები იაპონიისკენ გაემგზავრნენ. ორი კვირის განმავლობაში ქართველი ძიუდოისტები იაპონიაში ივარჯიშებენ. 4 დღე ისინი წვრთნას ცუკუბას უნივერსიტეტში გაივლიან. შემდეგ კი კოდოკანში გადაინაცვლებენ და იაპონიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ივარჯიშებენ. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გამგზავრების წინ აეროპორტში ძიუდოისტებს ესაუბრა და სთხოვა მაქსიმალურად გამოიყენონ იაპონური შეკრება საკუთარი განვითარებისთვის. ძიუდოისტები იაპონიაში ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი გუგავას და ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ირაკლი ცირეკიძის მეთვალყურეობით ივარჯიშებენ. ქართული ძიუდოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ძიუდოს სამშობლოში შეკრებას ახალგაზრდა ძიუდოისტები გაივლიან.

ფოტოები - https://www.facebook.com/media/set/?set=a.713135425372181.1073741872.194604973891898&type=1