Share


2-3 ნოემბერი - საქართველოს ჩემპიონატი

2013-11-01 21:19:52

   2-3 ნოემბერს სპორტკომპლექს „არენაში“ გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის უძლიერესი ძიუდოისტები, მათ შორის საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრები. საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა შეჯიბრიდან გაათავისუფლეს მხოლოდ ის ძიუდოისტები, რომლებიც მონაწილეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ.

   2 ნოემბერს გაიმართება შეხვედრები -60კგ, -66კგ, -73კგ წონით კატეგორიებში 3 ნოემბერს კი  -81კგ, -90კგ, -100კგ, +100კგ.

   ორივე დღეს შეჯიბრის დაიწყება 11:00-ზე