Share


უმცროსი კადეტები ყაზახეთში

2013-10-31 16:05:51

 

   საქართველოს უმცროს კადეტ ძიუდოისტთა გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 2015 წლის თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, სპეციალური პროგრამით მზადებას აგრძელებს. პროგრამის ფარგლებში ამ დღეებში ყაზახეთში საერთაშორისო ტურნირზე იმყოფებოდა ნაკრების 5 წევრი, რომელთაგან სამმა მედალი მოიპოვა.

   ყაზახეთის ქალაქ ტემირტაუში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი 1997-1999 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა შორის „მაგნიტკას ჩირაღდნები“, სადაც 9 ქვეყნის 400-ზე მეტმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თამაზ კარიაულმა ყაზახეთში საჭიდაოდ წაიყვანა ვანო ხუბაშვილი (-50კგ), გუგა გოგიტიძე  (-60კგ), ნიკა ლაბაძე (-66კგ), ლევან ხინიკაძე (+73კგ) და ნატა ყიფშიძე (-44კგ)

   მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ძიუდოისტებს ერთი წლით უფროს მეტოქეებთან მოუწიათ დაპირისპირება, მათ მაინც ღირსეულად იასპარეზეს. ტურნირის გამარჯვებული -50კგ-ში ვანო ხუბაშვილი გახდა, რომელმაც ჩატარებული ექვსივე შეხვედრა მოიგო.

   ნიკა ლაბაძემ -66კგ-ში ხუთი შეხვედრის მოგების შემდეგ მხოლოდ ფინალი დათმო. ბრინჯაოს მედალი -44კგ-ში ნატა ყიფშიძემ მოიპოვა.

 

სურათზე - ქართველი ძოუდოისტები ნიკა ლაბაძე, ნატა ყიფშიძე, ვანო ხუბაშვილი (ლურჯ ფორმაში)