Share


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია

2013-10-27 22:04:16

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრის პირველ წრეში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები 3-2 დაამარცხეს. შემდეგ მეოთხედფინალში 5-0 სძლიეს მონღოლეთის ნაკრებს, ხოლო ნახევარფინალში ასეთივე ანგარიშით - სლოვენიელ თანატოლებს. ფინალში ქართველი ახალგაზრდების მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იყო. ქართველმა ძიუდოისტებმა მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს და დამაჯერებლად გაიმარჯვეს 4-1.

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის წლეულს პირველად ჩატარდა. მესამე ადგილებზე გავიდნენ იაპონიისა და უკრაინის ნაკრებები.

აღსანიშნავია, რომ ორიოდე თვის წინ  რიო-დე-ჟანეიროში  მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმაც მოიგო, როდესაც ფინალში რუსეთი დაამარცხა. ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონები უკვე ახალგაზრდა ძიუდოისტები გახდნენ.