Share


ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

2013-10-25 21:27:12

სლოვენიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. -90კგ წონით კატეგორიაში მან ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ყაზახეთის წარმომადგენელი იყო. ქართველმა ძიუდოისტმა შეხვედრაში წმინდა გამარჯვება მოიპოვა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ ბოსნიაში ბექა ღვინიაშვილმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

საქართველოს ნაკრებს ლუბლიანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე აქამდე ერთი ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული, რომელიც -55კგ წონით კატეგორიაში ლერი ჭელიძის ანგარიშზეა.

ხვალ ინდივიდუალური შეჯიბრის ბოლო დღეს კიდევ სამი ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი და გიორგი ზაქარიაძე იასპარეზებს.