Share


ლერი ჭელიძის ბრინჯაო

2013-10-23 20:48:12

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვენიაში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა. -55კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლერი ჭელიძე გახდა. მან ზედიზედ სამი შეხვედრის მოგების შემდეგ მეოთხედფინალი დათმო ბრაზილიელ ძიუდოისტთან. შემდეგ გადაერთო რეპეშაჟში, სადაც ჯერ აზერბაიჯანელს სძლია, მესამე ადგლილისთვის შეხვედრაში კი იაპონელი დაამარცხა. ამ დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაჟებში -55კგ და -60კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტებმა იასპარეზეს. ამ წონებში საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავდა.