Share


2 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი

2013-09-22 23:59:48

    საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. შეჯიბრის დასვნით დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ერთი ვერცხლის მედალიც ქართველ ძიუდოისტებს წინა დღეს ჰქონდათ მოპოვებული.

    ევროპის ჩემპიონები გახდნენ ბექა ღვინიაშვილი (-90კგ) და გურამ თუშიშვილი (-100კგ), ვერცხლის მელებს დაეუფლნენ ლევან გუგავა (-73კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი გიორგი ზაქარიაძემ მოიპოვა (+100კგ).

    ქალაქ სარაევოში ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის 20-22 სექტემბერს გაიმართა და მასში ევროპის 43 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.