Share


ავთანდილ ჭრიკიშვილის ვერცხლი

2013-08-30 01:56:38

    რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ავთანდილ ჭრიკიშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა. -81კგ წონით კატეგორიაში ოთხი შეხვედრის მოგების შემდეგ იგი ნახევარფინალში გავიდა, სადაც მტკივნეულით მოუგო მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს და ოლიმპიურ პრიზიორს რუს ივან ნიფონტოვს, ხოლო ფინალში ფრანგ ლოიკ პიეტრისთან დამარცხდა. 22 წლის ავთანდილ ჭრიკიშვილმა თავის კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა.