Share


მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა

2013-08-25 22:14:40

    რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა.

    26 აგვისტოს შეჯიბრს იწყებენ -60კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები. ამირან პაპინაშვილი, როგორც მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, შეჯიბრში პირველ ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში ისვენებს. მეორე წრეში იგი ზიმბაბველ ლაზარუს არუფანდიკას და თურქ აჰმედ კაბას შორის შეხვედრაში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

    ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობის განრიგი ასეთია:

    27 აგვისტო - 66კგ - ლაშა შავდათუაშვილი

    28 აგვისტო - 73კგ - ზებედა რეხვიაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი

    29 აგვისტო - 81კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური

    30 აგვისტო - 90კგ - ვარლამ ლიპარტელიანი

    31 აგვისტო - 100კგ და +100კგ - ლევან ჟორჟოლიანი და ადამ ოქრუაშვილი

    1 სექტემბერი - გუნდური შეჯიბრი

    პირველად ქართული ძიუდოს და ტელევიზიის ისტორიაში გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ “GMG სპორტი 1”-ის ეთერში თვალი ადევნონ მსოფლიოს ჩემპიონატის სრულ მიმდინარეობას - როგორც ფინალურ, ისე წინასწარ შეხვედრებს. შეხვედრები ყოველდღიურად თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. 16:30-დან კი პირდაპირ ეთერში წამყვანი ზურაბ უსუფაშვილი სტუდიაში მოწვეულ სტუმართან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ ისაუბრებს.