ნაკრები ბრაზილიაში გაემგზავრა
დღეს დილით საქართველოს ნაკრები ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემზგავრა. წლის მთავარი მოვლენა რიო-დე-ჟანეიროში 26 აგვისტოს დაიწყება და 1 სექტემბრამდე გასტანს. საქართველოს ნაკრები ბრაზილიაში ერთი კვირით ადრე ჩავა და მზადებას იქ გააგრძელებს.
25 აგვისტოს გაიმართება ჩემპიონატის კენჭისყრა. 26 აგვისტოს კი შეჯიბრში -60კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ჩაერთვებიან. ვაჟებში ყოველდღიურად თითო წონითი კატეგორიის წარმომადგენლები იასპარეზებენ, გარდა 31 აგვისტოსი, როდესაც ტატამზე -100კგ და +100კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გავლენ. 1 სექტემბერს კი გაიმართება გუნდური შეჯიბრი.
მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაში 124 ქვეყანა დარეგისტრირდა.