Share


ირაკლი უზნაძე შემადგენლობას გამოაცხადებს

2013-08-12 17:25:49

     საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის წინ საქართველოში დასკვნით ვარჯიშებს ყვარელში ატარებს.  სამშაბათს, 13 აგვისტოს 17 საათზე ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე გამოაცხადებს იმ ძიუდოისტების ვინაობას, რომლებიც 26 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ნაკრები ყვარელს 15 აგვისტოს დატოვებს, 17 აგვისტოს კი გაემგზავრება ბრაზილიაში და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას იქ გააგრძელებს.