საქართველოს კადეტთა ნაკრებმა მაიამიში მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედლით დაასრულა. ჩემპიონი კობა მჭედლიშვილი გახდა. ვერცხლის მედლები მოიპოვეს რობინზონ ბეგლარაშვილმა, მარიამ ჯანაშვილმა და თამაზ კირაკოზაშვილმა. საერთო ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა. ჩვენი ნაკრები თბილისში 14 აგვისტოს 3:20-ზე სტამბოლის რეისით ჩამოფრინდება
1 ოქრო და 3 ვერცხლი
2013-08-12 17:20:49



