Share


ახალგაზრდების გუნდური პირველი ადგილი ევროპის თასზე

2013-08-04 18:40:05

    2 ოქრო, 3 ვერცხლი და 5 ბრინჯაო - ასეთია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მონაგარი ბერლინში ჩატარებულ ევროპის თასზე. ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ: ბექა ღვინიაშვილი (-90კგ) და გიორგი ზაქარიაძე (+100კგ), ვერცხლის მედლების - უშანგი მარგიანი (-81კგ), ლაშა ტაველური (-90კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ), ბრინჯაოს მედლების - ლუხუმ ჩხვიმიანი (-60კგ), ლევან გუგავა (-73კგ), თორნიკე ოთინაშვილი (-100კგ), გურამ თუშიშვილი (-100კგ) და როსტომ ხახალეიშვილი (+100კგ). საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა