გამოქვეყნდა საერთაშორისო რეიტინგი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატამდე აღარ შეიცვლება და ჩემპიონატის კენჭისყრაზე ძიუდოისტები სწორედ ამ რეიტინგის მიხედვით იქნებიან განთესილნი.
როგორც ცნობილია მსოფლიოს ჩემპიონატზე რეიტინგის 8 საუკეთესო განითესება. შვიდი ქართველი ძიუდოისტი ექვს წონაში განთესილებს შორის ხვდება.
პირველ ნომრად მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ქართველი ძიუდოისტი იქნება განთესილი: ამირან პაპინაშვილი (-60კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (-90კგ)
განთესილებს შორის იქნებიან: ლაშა შავდათუაშვილი (-66კგ, რეიტინგში მე-6), ზებედა რეხვიაშვილი (-73კგ, მე-7), ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81კგ, მე-2), ლევან წიკლაური (-81კგ, მე-6) და ადამ ოქრუაშვილი (+100კგ, მე-3)