Share


ელენე ქებაძის ბრინჯაო

2013-07-28 20:13:12

    ჩეხეთის ქალაქ ლიბერეცში დასრულდა ევროპის თასის გათამაშება ახალგაზრდებს შორის. +78 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ელენე ქებაძემ. იგი პირველ შეხვედრაში დამარცხდა შეჯიბრში პირველ ნომრად განთესილ უკრაინელ ელიზავეტა კალანინასთან, მაგრამ მიეცა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების საშუალება. რეპეშაჟში ქებაძემ დაამარცხა უზბეკი სანეიმ ერკინბაევა. მესამე ადგილისთვის კი პოლონელ ანა ზალეჩჟნას სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

შედეგები