Share


ირინე ლეონიძემ ბრინჯაო მოიპოვა

2013-07-21 21:09:33

  ირინე ლეონიძემ გერმანიის ქალაქ ზინდელფინგენში გამართულ ევროპის თასზე +78 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან პირველ შეხვედრაში იტალიელ ტანია ფერერას სძლია. შემდეგ დამაჯერებლად უგებდა გერმანელ კრისტინ ბუესოვს - მეტოქეს სამი შიდო მიაღებინა, მაგრამ უპირატესობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნა. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში კი ლეონიძემ ფრანგ დოუნია ბერეილს მოუგო. ტურნირის გამარჯვებული სწორედ გერმანელი კრისტინ ბუესოვი გახდა.

  ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ერთი მოგება დააკლდა ნინო ოძელაშვილს (-70კგ), რომელიც მესამეა დგილისთვის შეხვედრაში გერმანელ ჰაიდე ვოლერტთნ დამარცხდა.

შედეგები