დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვეს. -60კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული გიორგი კაციაშვილი გახდა, რომელმაც ხუთივე ჩატარებული შეხვედრა იპონით მოიგო.
დღესვე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე კიდევ ორი ბრინჯაოს მედალია. -66 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი სიმონ მამარდაშვილმა დაიკავა, ხოლო -52კგ-ში მარიამ ჯანაშვილმა.