Share


ახალგაზრდებმა შეკრება დაასრულეს

2013-07-17 14:44:53

     საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ყვარელში შეკრება დაასრულა. ქართველი ძიუდოისტები გერმანელ და ფრანგ თანატოლებთან ერთად 27 ივნისიდან 17 ივლისამდე ყვარელში სპორტის სასახლეში ვარჯიშობდნენ, ხოლო ცხოვრობდნენ ახლადგახსნილ სასტუმრო „ყვარლის ედემში“, სადაც მათ დასვენებისთვის და განტვირთვისთვის მყუდრო გარემო ჰქონდათ შექმნილი. სასტუმროში ფუნქციონირებს მაღალი დონის ღვინოთერაპიის სპა ცენტრი, რომელიც დიდი აქტუალურობით გამოირჩეოდა ძიუდოისტთა შორის: ძიუდოისტები რეგულარულად სარგებლობდნენ ფიტნესის დარბაზით, ჰიდრომასაჟებით დატვირთული აუზითა და საუნებით.

    საქართველოს ძიუდოს ფედერაცია მადლობას უხდის სასტუმროს ადმინისტრაციას გაწეული თანადგომისა და დახმარებისთვის