Share


ვარჯიში-შეჯიბრი ყვარელში შეკრების დროს

2013-07-04 19:47:23

 საინტერესო ვარჯიში-შეჯიბრი ყვარელში შეკრების დროს

 

ძიუდოისტები ერთმანეთს მდინარე ალაზანში დინების საწინააღმდეგო ცურვაში შეეჯიბრნენ. შეკრებაზე საქართველოს ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებების გარდა იმყოფებიან გერმანიის ახალგაზრდული ნაკრები, ირანის ახალგაზრდული გუნდი და საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე წევრი. ცურვაში შეჯიბრის წინ ძიუდოისტებს ჰქონდათ კროსი: ახალგაზრდებს 8 კილომეტრიანი, ჭაბუკებს - 5 კილომეტრიანი. შემდეგ კი დაიწყო შეჯიბრი. შეჯიბრში ყველა გუნდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. წინასწარ გაცურვებში გამარჯვებული ხდებოდა ის, ვინც ყველაზე დიდხანს შეძლებდა მდინარის საწინააღმდეგოდ ცურვას. წინასწარი გაცურვების გამარჯვებულები ფინალში გადიოდნენ. ფინალურ გაცურვას ბოლოს ორი სპორტსმენი შემორჩა და როდესაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ცურვა შეწყვიტა, გამარჯვებულად საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრი გიორგი კაციაშვილი გამოცხადდა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ვარჯიშ-შეჯიბრის პრიოზიორები ფულადი თანხით დააჯილდოვა.

იხილეთ ვიდეო