Share


შეკრება ყვარელში

2013-07-02 12:01:48

   საქართველოს ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებები მომდევნო შეჯიბრებებისთვის ემზადებიან. ამჟამად ორივე გუნდი წვრთნას ყვარელში გაფართოებული შემადგენლობით გადის. ახალგაზრდული ნაკრები, რომელსაც გიორგი გუგავა ხელმძღვანელობს, ყვარელში სამი კვირა დარჩება, შემდეგ კი ევროპის თასზე იასპარეზებს. ეს შეჯიბრი 3-4 აგვისტოს გერმანიის ქალაქ ბერლინში გაიმართება. ამ შეჯიბრის შემდეგ შეირჩევა გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
   ჭაბუკთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრეთნელი ირაკლი ცირეკიძეა, ყვარელში ორი კვირის განმავლობაში ივარჯიშებს. შემდეგ კი მონაწილეობას მიიღებს ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში, რომელიც 13-20 ივლისს გაიმართება.
   ქართველებთან ერთად ყვარელში შეკრებაზე იმყოფებიან საფრანგეთის, გერმანიის და ირანის ახალგაზრდული ნაკრების წევრები, მწვრთნელებთან ერთად.