Share


მარიამ ჯანაშვილი ევროპის ჩემპიონია

2013-06-22 18:21:04

 

 პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში - ქართველი გოგონა ევროპის ჩემპიონი გახდა კადეტთა შორის. მარიამ ჯანაშვილმა ესტონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე -52კგ წონით კატეგორიაში ჩატარებული ოთხივე შეხვედრა წმინდად მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა. ფინალში მან ჰოლანდიელ მეტოქეს სძლია. 
დღესვე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ვაჟებმა - კობა მჭედლიშვილმა (-66კგ) და თამაზ კირაკოზაშვილმა (-73კგ). გურანდა შოთაძემ (-52კგ) მეშვიდე ადგილი დაიკავა (ორი შეხვედრა მოიგო, ორი წააგო)

 

მარიამ ჯანაშვილი 1996 წელს დაიბადა. იგი დედოფლისწყაროს რაონის სოფელ ზემო მაჩხაანიდანაა. მისი პირველი მწვრთნელი ვაჟა მოსულიშვილია. მოგვიანებით ის სავარჯიშოდ თბილისში გადავიდა და ამჟამად მისი პირადი მწვრთნელი კახა მოცრაძეა. ნაკრებში იგი სწორედ კახა მოცრაძისა და გიორგი თენაძის მეთვალყურეობით ვარჯიშობს.