Share


ქართველი გოგონების პირველი მედალი ევროპის ჩემპიონატზე

2013-06-21 19:43:30

პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში!!! ევროპის ჩემპიონატზე მედალოსანი ქართველი გოგონა გახდა. დღეს მზია ბებოშვილმა ესტონეთში 48 კგ წონით კატეგორიაში კადეტთა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან შეჯიბრში 4 შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ერთი დათმო. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ძირითადად 1996 წელს დაბადებული ძიუდოისტები ასპარეზობენ, ხოლო მზია ბებოშვილი 1998 წელს არის დაბადებული. ურიგოდ არ უასპარეზია კიდევ ერთ ქართველ გოგონას სალომე მარგიანს, რომელმაც ამავე წონაში ორი შეხვედრა მოიგო და ორი წააგო და მეშვიდე ადგილზე გავიდა

დღესვე ვაჟთა შორის 50კგ-ში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რობიზონ ბეგლარიშვილმა.