Share


გარდაიცვალა გურამ რატიშვილი

2013-06-16 16:03:57

  
  გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი პროფესორი გურამ რატიშვილი. ქართული ძიუდოს წარმატებებში მისი წვლილი უდიდესია. ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული.

 

 

               გურამ რატიშვილი

 

 

დაიბადა 1935 წლის 7 მაისს თბილისში.

1959 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო ცენტრალური ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი.

1961-1973 წლებში მუშაობდა მოსკოვში საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერმუშაკად. იმავე წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდების ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობის კომპლექსური სამეცნიერო ჯგუფის წევრი, ხოლო 1970 წელს დაინიშნა ძიუდოში ამ ჯგუფის ხელმძღვანელად.

1973-1984 წლშბი იყო საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ჭიდაობის კათედრის დოცენტი.

1982-2006 წლებში ჭიდაობის კათედრის გამგე.

200-2009 წლებში იყო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი.

2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ცენტრის „სპორტის აკადემიის“ პროფესორი.

გამოქვეყნებული აქვს 90-ზე მეტი სამეცნიერო შრომა და ერთი მონოგრაფია

დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და მედლით

 

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს